“ქართულ ოცნებაში” არის ნულოვანი დაპირისპირება, გუნდი არის ძლიერი და ერთიანი”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას – “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანლის, გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით გუნდში ხომ არ არსებობს გარკვეული დაპირისპირება”.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ერთიანია.
“ქართულ ოცნებაში” არის ნულოვანი დაპირისპირება, გუნდი არის ძლიერი და ერთიანი. ეს პრობლემები თქვენ იცით, ვისაც აქვს – გუნდის გახლეჩის კუთხით პრობლემები ოპოზიციურ პარტიებს აქვთ, სადაც არის მუდმივი დაპირისპირებები პარტიის ხელმძღვანელებს შორის, განსაკუთრებით გამოირჩევა “ნაციონალური მოძრაობა” და არა მარტო – “ნაცმოძრაობა,” სხვა პარტიებშიც არის იგივე პრობლემები. ამას ხედავს საზოგადოება, რაც განაპირობებს იმ შედეგებს, რომელიც არის ნაჩვენები სოციოლოგიურ კვლევებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.