არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: გამოდის, რომ ეკლესია, რომელმაც ქვეყანა 2000 წელი ატარა, ყველაზე დიდი საფრთხეა? ეს ერთმანეთში ვერ ჯდება
„გამოდის, რომ ეკლესია, რომელმაც ქვეყანა 2000 წელი ატარა, ყველაზე დიდი საფრთხეა?.. არ ვიცი, ეს ერთმანეთში ვერ ჯდება“, – ასე აფასებს სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იოვანე (მჭედლიშვილი) მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.
მისი თქმით, საჭიროა გამოძიებით დადგინდეს ჩანაწერების ნამდვილობა.
„ეს გამოძიებამ უნდა დაადასტუროს. თუ ეს დადასტურდა, არის საშინელება და მიუღებელი. სუსი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. გამოდის, რომ ეკლესია, რომელმაც ქვეყანა 2000 წელი ატარა, ყველაზე დიდი საფრთხეა?.. არ ვიცი, ეს ერთმანეთში ვერ ჯდება. ამაში მზაკვრობა – სიმართლესთან ერთად, არის ტყუილებიც და ტყუილების სიმართლესთან შეზავება სწორ პასუხს ვერ მოგვცემს. თუ ეს ყველაფერი აუთენტიკური და ნამდვილია და მე დავარღვიე კანონი, პასუხი უნდა ვაგო. მე ჩემს თავზე ვამბობ. სხვაზე რა ვთქვა?“, – ამბობს სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, სადაც სასულიერო პირებიც ფიგურირებენ. გავრცელებული მასალის ავთენტიკურობა ჯერ დადასტურებული არ არის.