ანა დოლიძე: უნდა შეიქმნას „სიმართლის კომისია“, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს მოსმენების მანკიერ სისტემას

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერის, თბილისის მერობის კანდიდატის ანა დოლიძის განცხადებით, უნდა შეიქმნას „სიმართლის კომისია“, რომელიც ქვეყანაში საბოლოოდ დაასრულებს მასობრივი თვალთვალის, მოსმენების და შანტაჟის მანკიერ სისტემას.

„2013 წელს, „ქართული ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შევთავაზე, შეექმნა „სიმართლის კომისია“, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დანერგილ სისტემურ მოსმენებს საბოლოოდ დაასრულებდა. თუმცა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა. დღეს უკვე გასაგებია რატომ თქვეს უარი. იმიტომ, რომ გაეგრძელებინათ და გაეფართოებინათ საზოგადოების ყველა შრეში უკანონო თვალთვალი და მოსმენა.
ჩემი პოზიცია დღესაც უცვლელია, შემდეგი ხელისუფლების მმართველობის დაწყებისთანავე უნდა შეიქმნას „სიმართლის კომისია“. ამისთვის საჭიროა წინასწარ შევთანხმდეთ ყველა პოლიტიკური პარტია, რომ გამოვამზეურებთ ამ მანკიერ სისტემას, გამოვიძიებთ როგორ ხდებოდა საზოგადოების მასიური თვალთვალი/მოსმენა და ვისი დაკვეთით ხორციელდება იგი. ეს არის გზა, რითაც საბოლოოდ დავასრულოთ ქვეყანაში მოსმენების და შანტაჟის ეპოქას,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები