ოთარ ფარცხალაძე “მთავარ არხს” უჩივის – მისი ადვოკატი სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აანონსებს

აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი ბრძოლისთვის, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ ოთარ ფარცხალაძის მიმართ დამთავრდეს არასწორი და მიკერძოებული ინფორმაციების გავრცელება, – ამის შესახებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

ადვოკატის განმარტებით, საქმე „მთავარი არხის“ ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს ეხება, სადაც ითქვა, რომ თითქოს ოთარ ფარცხალაძე მკვლელობაში ბრალდებულს მფარველობს.

მოსიაშვილი აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი არც ერთი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

„გუშინდელი სიუჟეტი, რომელიც „მთავარ არხზე“ გავიდა, გახლდათ ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი იმ ფაქტისა, რომ დაუსაბუთებელ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებაში. ეს არის ის წითელი ხაზი, სადაც ადამიანს მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირთა მფარველობას ერთის მხრივ ვაბრალებთ და მეორეს მხრივ, ამის რამე კონტრარგუმენტი არ არსებობს. აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი ბრძოლისთვის, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ ოთარ ფარცხალაძის მიმართ უნდა დამთავრდეს არასწორი და მიკერძოებული ინფორმაციების გავრცელება“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები