ამირან გამყრელიძე: ნუ გავიმეორებთ იმავე შეცდომებს, ნუ დავმშვიდდებით, რომ ჩვენ უკვე კოვიდს მოვერიეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერ ნაადრევია საუბარი იმის შესახებ, რომ ბიზნეს სექტორს გარკვეული ბენეფიტები ჰქონდეს და მოეხსნას ის შეზღუდვა, რაც, მაგალითად, სარესტორნო სივრცეში ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას ეხება.

როგორც გამყრელიძემ ვებინარზე აღნიშნა, თავად ემხრობა, რომ რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის სტაბილიზაცია არის, მაინც რთული ვითარებაა. საქართველოსთვის ინფიცირების 2 ათასი შემთხვევა ბევრია. ამიტომ, ნუ გავიმეორებთ იმავე შეცდომებს, ნუ დავმშვიდდებით, რომ ჩვენ უკვე კოვიდს მოვერიეთ. ჯერ შორს არის სიტუაციის საბოლოო სტაბილიზაცია. ამიტომ, დღეს მინიმალური რეგულაციების გაუქმებაზე ნუ ვისაუბრებთ. ჯერ ადრეა პირბადის მოხსნა და ა.შ. არსებული რეგულაციები უნდა დავიცვათ. შარშან ზაფხულში, როცა ვთქვით, რომ გავიმარჯვეთ, მაგრები ვართ ქართველები და ყველამ გავილაღეთ, კი მივიღეთ მერე შემდგომაზე შედეგი. ამიტომ, ჯერ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ შეუძლიათ, შემოიტანონ ეს წინადადებები საკოორდინაციო საბჭოზე და საბჭო განიხილავს. მომხრე ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეპიდსიტუაციდან გამომდინარე, თანდათანობით, ფრთხილად შემსუბუქებები იყოს. ერთადერთს ვთხოვ ხალხს, რომ პირბადე ატარონ, რადგან ის ყველაზე კარგად იცავს და ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს – 47%. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, მარტო ამით დეკემბრამდე 250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. მოდით, ყველა სოლიდარულები ვიყოთ და ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები