კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ბოლო 24 საათში 19 148 მოქალაქე აიცრა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 19 148 ადამიანმა გაიკეთა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სულ ქვეყანაში 1 610 309 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 591 766 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 556 810, გარდაიცვალა 8 446 პაციენტი.