საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

   საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია გამართეს.
სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოს მიერ 2013-2015 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით. სამოქმედო გეგმის ჩართულობის სფეროებია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ეფექტურობა, პენიტენციალური სისტემა და პოლიციის რეფორმა, მედიის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კარგი მმართველობა, ადგილობრივი დემოკრატია, შემწყნარებლობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და ნდობის აღდგენის მექანიზმები, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს განახორციელებს ევროპის საბჭო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, კერძოდ სამინისტროებთან, სახალხო დამცველის ოფისთან, პარლამენტთან, სასამართლო ხელისუფლებასთან და შესაბამის ორგანიზაციებთან. სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2013 წლის ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები