ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 454 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 111 ახალი შემთხვევა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ვირუსს 2 პაციენტი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 25 199 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია – 380 პირი, გამოჯანმრთელდა 21 165 პაციენტი.