თამარ გაბუნია: ვაქცინაციის საბჭო მსჯელობს ბავშვების აცრასა და იმ წამახალისებელ ღონისძიებებზე, რაც მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ კიდევ უფრო მეტ აქტივობას

“საბჭო ასევე მსჯელობს იმ წამახალისებელ და მარეგულირებელ ღონისძიებებზე, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ კიდევ მეტ აქტივობას ვაქცინაციის პროგრამაში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის საბჭო ასევე მსჯელობს ბავშვების აცრის შესახებაც.

„აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში ჩატარებული იქნება მილიონ 200 ათასამდე აცრა სრულად, აქედან 800 ათასამდე პირი იქნება ერთხელ ვაქცირებული, 400 ათასს მიაღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა. საბჭო ასევე მსჯელობს იმ წამახალისებელ და მარეგულირებელ ღონისძიებებზე, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ კიდევ მეტ აქტივობას ვაქცინაციის პროგრამაში. ასევე, განიხილება ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ბავშვთა ვაქცინაციას და მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვას, ასევე, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის განახლებას, რაც ქვეყანას მიმდინარე წლის ბოლომდე შემუშავებული აქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები