ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია – თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ

ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობამ არსებული მდგომარეობა უნდა გაითავისოს და რეგულაციები შეასრულოს.

ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანია, ჩვენ ეს მეოთხე ტალღა გადავიარეთ, მაგრამ ჩვენ არავითარ თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში.

თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ სერიოზული მდგომარეობაა და ყველამ ვატაროთ ყველგან პირბადე. ამდენს ვსაუბრობთ რომ გვქონდა 50% და იყოს 75%, და კიდევ უფრო მეტი, პირიქით, უფრო უგულებელვყოფთ ამ ყველაზე ძლიერ დამცველ საშუალებას და 50%-ს დაბლა ჩამოდის პირბადის ტარების მაჩვენებელი”, – აცხადებს გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები