ამირან გამყრელიძე: ვაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარია გათამაშდება და ისინი ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებული ადამიანები ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან.

მისი განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო ლატარიის კომპანიასთან აქტიურად მუშაობს და სექტემბრის დასაწყისში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

„რაც შეეხება წახალისებასა და ლატარიას, საბჭოს წინა სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა, რომ 1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ადამიანი გარკვეული ფულადი ჯილდოებით. შედგენილია სქემაც, ყველაფერი. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიის კომპანიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და, შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები