ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა იზრდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა იზრდება და აგვისტოში ივლისის თვესთან შედარებით ეს მონაცემი გასამმაგებულია.
„ჩვენთან თანდათანობით იზრდება აცრილთა რაოდნეობა. მარტში გვქონდა ყოველდღიური 462 აცრა, აპრილში – 1294, ივნისში გვქონდა 4030 აცრა, ივლისში – 7455 და აგვისტოში დღიური გვაქვს 21 225. ანუ ივლისთან შედარებით გასამმაგებულია ეს მონაცემი. ბოლო ერთ კვირაში თითქმის 24 ათასი აცრაა ყოველდღიურად. ჩვენი სამიზნეა, რომ ამ წლის ბოლომდე ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც 1.700 მლნ ადამიანის აცრაა ორჯერადად ანუ უნდა გაკეთდეს 3 400 მლნ აცრა. დღევანდელი მონაცემებით, 857 056 აცრაა გაკეთებული. აქედან, ერთჯერადი ინექციით აცრილია 605 609 ადამიანი, ხოლო სრულად 251 447 ადამიანი, რაც მოსახლოების 6.7%. რადგან დღეს მოზრდილებში კეთდება ეს, შესაბამისად გამოდის 8.8%. ჩვენ სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით კი ჯერ მხოლოდ 14.7 % -ია. აგვისტოში ტემპი სერიოზულად გაიზარდა, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება სტაბილურად 25-30 ათასი აცრა დღეში. თუ უფრო მეტს გავაკეთებთ, მაშინ უფრო სწრაფად გავტეხავთ წელში ეპიდემიას და უფრო სწრაფად დავასრულებთ პანდემიას მსოფლიოში“, – განაცხადა გამყრელიძემ.