თამარ გაბუნია: თუკი იქნება რეკომენდაცია დამატებითი ბუსტერ დოზების შესახებ, ბუნებრივია, ეს აისახება ჩვენი ვაქცინაციის გეგმაშიც

“ჯერჯერობით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივაღწიოთ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტის მოცვას ორი დოზა ვაქცინით და ამას მივყვებით მაქსიმალურად ინტენსიურად, რომ ეს ამოცანა შესრულდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ მესამე დოზა ვაქცინის საჭიროებაზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება მესამე, ბუსტერ დოზას, რა თქმა უნდა, საქართველო გაჰყვება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომელიც გარკვეულ პერიოდში ყველასთვის გახდება ცნობილი. ჩვენი მიდგომაც აქამდე ისეთი იყო, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული წესები მაქსიმალურად დაგვეცვა და ახლაც ასე იქნება. ჩვენ ვაქცინების მობილიზებაზე ვმუშაობთ, ასე რომ, თუკი იქნება რეკომენდაცია დამატებითი ბუსტერ დოზების შესახებ, ბუნებრივია, ეს აისახება ჩვენი ვაქცინაციის გეგმაშიც. თუმცა, დღეს ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, ვინაიდან ჩვენი მთავარი ამოცანაა ისევ და ისევ ორი დოზით მოსახლეობის მოცვა, რადგან ეს არის ის გზა, რაც დღეს ჩვენ ამ კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები