ამირან გამყრელიძე: რომ ვიოცნებოთ და ერთი-ორი კვირის განმავლობაში დღეში ავცრათ ​100 ათასი ადამიანი, ვნახავთ, რომ ერთი კვირის შემდეგ სერიოზულ გარდატეხას შევიტანთ ეპიდემიის განვითარებაში

“რომ ვიოცნებოთ და ყველამ ერთად შევძლოთ და ერთი-ორი კვირის განმავლობაში დღეში ავცრათ ​100 ათასი ადამიანი, ვნახავთ, რომ ერთი კვირის შემდეგ სერიოზულ გარდატეხას შევიტანთ ეპიდემიის განვითარებაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე დოზისთვის შენახული დოზების გარდა, ქვეყანაში პირველი აცრისთვის ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა მობილიზებული.

„150 ათასი „ფაიზერი“ დევს დღეს პირველი დოზისთვის, 130 ათასი „სინოფარმი“ დევს პირველი დოზისთვის, ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ დევს პირველი დოზისთვის, 15 ათასი „ასტრაზენეკა“ დევს პირველი დოზისთვის. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ვინც არ ბრძანდებით აცრილები, მიბრძანდეთ და აიცრათ იმიტომ, რომ აცრაზე გადის დღეს პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ხაზი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები