დეკანოზი ზაზა თევზაძე: იმედს ვიტოვებ, ჩემი მაგალითი ადამიანებისთვის გახდება სტიმული, ჩაიტარონ ვაქცინაცია და აღასრულონ ღვთის ნება – ხელი შეუწყონ სიცოცხლის შენარჩუნებას ჩვენს პლანეტაზე
დეკანოზი ზაზა თევზაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით – “ფაიზერით” აიცრა.
როგორც დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, ის იმედოვნებს, რომ ადამიანების მცირე ნაწილისთვის მაინც მაგალითი იქნება, რადგან არსებულ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა იმუნიზაციაა.
“მე, მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი, ზაზა თევზაძე ავიცერი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, კერძოდ, “ფაიზერით” (ჩაიარა მცირე გვერდითი მოვლენებით).
მინდა, გვჯეროდეს, რომ რელიგიურობა და, მით უმეტეს, ქრისტიანული მოძღვრება არ გამორიცხავს კეთილგონიერებას და აღიარებას იმას, რომ ვაქცინაციაა ერთადერთი ძირითადი გონივრული გამოსავალი ამ გლობალური გაჭირვებიდან თავის დაღწევაში.
იმედს ვიტოვებ, ეს გახდება სტიმულისმიმცემი ადამიანების თუნდაც მცირე ნაწილის გადაწყვეტილებისთვის, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და აღასრულონ ღვთის ნება – ხელი შეუწყონ სიცოცხლის შენარჩუნებას ჩვენს პლანეტაზე!”, – წერს დეკანოზი.