„უმძიმესი მორიგეობის შემდეგ დასტრესილი ვერ ვიძინებდი, ხატვით სული მიმსუბუქდებოდა“…

შვილთან- ილიასთან ერთად

გურჯაანის აიონის ულამაზეს სოფელ ჩალაუბანში დაიბადა.1976 წელს დაამთავრთბილისის 61 სკოლა,  1984 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (ამჟამად უნივერსიტეტი).
მუშაობა დაიწყრკინიგზის საავადმყოფოს ინფარქტის განყოფილების ინტენსირი ერაპიის ბლოკში. პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია, თუმცა პარალელურად სულ ხატავდა. ამბობს, რომ ხატვა უმძიმესი მორიგეობის შემდეგ სტრესს უხსნიდა და სული მსუბუქდებოდა.
ახლაც ასეა, თუმცა სამომავლო გეგმებზე უჭირს საუბარი, რადგან აუტიზმით დაავადებულ შვილს დიდი ყურადღება სჭირდება.  თუმცა პარალელურად მაინც ახერხებს ხატვას და შეკვეთებსაც ღებულობს. – მარინა-მანანა მათიაშვილის პერსონა.

– პროფესიით ექიმი-კარდიოლოგი ხართ. რატომ აირჩიეთ ექიმობა?
– ბიცოლა მყავდა, ნინა, უბნის თერაპევტი, ომის მონაწილე მცოდნე და ხალხზე მზრუნველი, უამრავი ადამიანი გადაურჩენია თავისი გულისხმიერებით და პროფესიონალიზმით,  მეც გამიჩნდა სურვილი, ექიმი გავმხდარიყავი.
– როდის დაიწყეთ ხატვა ინტენსიურად? პირველი ნახატები…
– ვხატავ ბავშვობიდან, ჯერ ფანქრებით, მერე – აკვარელით და გუაშით… მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, მე კი ხატვის სკოლა მინდოდა, მაგრამ დედამ მითხრა,  საღებავების სუნში არ დაგახრჩობო, მე კი ხატვის გარეშე ვიხრჩობი….
სტუდენტობის დროს  სამხატვრო მაღაზიაში შევიარე და… ვიყიდე ზეთის საღებავების ნაკრები…. ქვეჩარჩო ვაივაგლახით შევკარი, ზეწარი გადავჭიმე ჭიკარტებით და დავხატე, მაშინ გრუნტის არაფერი გამეგებოდა და ტილომ მთელი საღებავები „ჩამიყლაპა”, მაგრამ უბედნიერესი ვიყავი…. ეს ნახატი დღესაც იმ ქვეჩარჩოზეა და ისევ ჭიკარტებით, ყველაზე მეტად მიყვარს. ასე ვეზიარე ზეთის საღებავებით ხატვას… გარე ჩარჩოც მე გავუკეთე, ძველ დაშლილ კარადას ავაძრე კანტი და  მისგან დავამზადე.
მამამ გულთან მიიტანა ჩემი ასეთი გატაცება და მოსკოვიდან გამომიწერა „იუნნი ხუდოჟნიკი“ – ყოველთვიური ჟურნალი, რომელშიც ყველაფერი იყო, დაწყებული ხატვის ტექნიკიდან, ტილოების დამზადება-დაგრუნტვით და კიდევ მსოფლიო მხატვრების შედევრებით და მათზე პატარა ამბებით…
ზაფხულის არდადეგებზე მოსკოვში გადავფრინდი და ჩემოდნით ჩამოვიტანე ზეთის საღებავები… მას შემდეგ ვხატავ და ვხატავ. უმძიმესი მორიგეობის შემდეგ დასტრესილი ვერ ვიძინებდი, დავხატავდი თუ არა, სული მიმსუბუქდებოდა.
როცა ტილოებს ვეძებდი, ვერ ვშოულობდი… მეორე ბიცოლა ვარიკომ, რომელიც დღეს 96 წლისაა, გულთან მიიტანა ჩემი საწუხარი და  დაჭრა ახალი ჯვალოს ტომარა, დავგრუნტე ხის წებოთი (ჟურნალიდან ხომ ვისწავლე) და დავიწყე ხატვა, მაგრამ ისეთი უხეში აღმოჩნდა, ფუნჯით ხაზი ვერ გავავლე, მერე ჟურნალშივე ამოვიკითხე მასტეხინის შესახებ და სამზარეულოს დანით დავიტანე საღებავები.
ლამის ავტირდი, არაფერი არ ჩანს-მეთქი, და მაშინ ბიცოლამ ჩამოხსნა სრიალა ტილოს ფარდა ფანჯრიდან და მომცა – იქნებ დიდი მხატვარი გამოხვიდე და შენს ბიოგრაფიაში მომიხსენიებენო.
დიდი მხატვარი ვერ გამოვედი, მაგრამ იმ ტილოებით კი ავისრულე ოცნება და შევისრულე გულისწადილი.
– შთაგონება?
– შთაგონება მჭირდება, ხან ისე გასულა თვე, ვერაფერი დამიხატავს, მერე ლექსების კითხვას ვიწყებ და უცებ ვგრძნობ, როგორ მეუბნება შინაგანი ხმა – დახატეო…
– საინტერესო კომპოზიციებს ქმნით…

– რომ არ დავხატო, მართლა ძალიან ცუდად ვხდები… შეკვეთებს მაძლევენ და იდეასაც თვითონ მაწოდებენ, ახლახან ერთმა ნიჭიერმა პოეტმა  მთხოვა, შვილის დაბადების დღისთვის რამე დამეხატა, სექტემბრის გოგოა და, ყვავილებიც და შემოდგომის ხილიც რომ იყოსო. ასე შევქმენი კომპოზიცია შემოდგომურებით და ხილით.
დღეს ბევრი ხატავს. როგორ უნდა შეინარჩუნო თვითმყოფადობა, რომ საკუთარი ხელწერა გქონდეს?
– ყურადღებით ვადევნებ თვალ-ყურს სხვების ნამუშევრებს და ხალხის გამოხმაურება… რაც უფრო აბსტრაქტულია და არ  იკვეთება ფორმები, უფრო მოსწონთ… მაგრამ მე როგორც მეხატება, ისე ვხატავ. სამწუხაროდ, მიწევს ნახატების გაყიდვა, მასალები ძალიან გაძვირდა და ინტენსიურად ვეღარ ვმუშაობ. გაყიდული ნახატიდან ისევ ტილოებს, ფუნჯებსა და საღებავებს ვყიდულობ.
– ჰობი…
– უამრავი ჰობი  მაქვს, თუმცა ახლა ვეღარ ვიცლი, მთლიანად ხატვაში ვარ ჩაფლული. ადრე ლექსებს ვწერდი, ვქსოვდი, ვქარგავდი, ქალის ხელჩანთებიც შემიკერია ჩემს შვილთან ერთად. ყვავილები მიყვარს, პატარა ეზოში პატარა ბაღი და ხეხილი მაქვს. მიწას ხელი თუ არ შევახე, რაღაც მემართება, თითქოს უარყოფითი ენერგია გადის… ცხოველებიც მიყვარს, გვყავს პაწაწინა კატა, მოვიდა ქუჩიდან და დავიტოვეთ.
– როგორ გიწყობთ ოჯახი ხელს მუშაობაში?
– ოჯახის ხელშეწყობის გარეშე არაფერი გამომივიდოდა, 44 წლის ასაკში შემეძინა მესამე შვილი – ილია, დაუნის სინდრომით, აუტისტური სპექტრით. 24-საათიანი მეთვალყურეობა სჭირდება.
ილიას დაბადების მერე, დიდი შემოქმედებითი პაუზა მქონდა… საერთოდ ვერც ვიფიქრებდი, ამ უმუშევრობაში საღებავებს როგორ ვიყიდდი და აი შარშან, დაბადების დღეზე, მეგობრებმა – მარინა ღვინიაშვილმა და დარეჯან მესხიშვილმა მომიტანეს დიდი პარკით ზეთის საღებავები  და მითხრეს – ხატეო… პირველად ფუნჯით ხაზიც ვერ გავავლე, თითქოს არაფერი მახსოვდა, მაგრამ მერე ხელმა თვითონ დახატა… ფაქტობრივად, ახლიდან ავიდგი ხელი…
– გამოფენები…
– გამოფენაზე არც მიფიქრია,  სურვილი კი დიდი მაქვს, მაგრამ ხან დრო არ მაქვს, ხან – მასალები…
ერთ რამეს დავაკვირდი, როცა შეკვეთას ვიღებ, განსაკუთრებით – ჩემივე ნახატის ასლისას, ვიტანჯები, დაწყება მიჭირს, რადგან ის უკვე დახატული მაქვს.

„იასამნები“

თუ შიგნიდან არ მოდის, მიჭირს ხატვა. ამ დროს აუცილებლად უნდა დავხატო ჯერ რამე, ჩემი სურვილით. რომ დავიცლები, უკვე მიადვილდება შეკვეთის შესრულება.
სულ უცნაურობები მჭირს. ახლახან ბროწეულის ყვავილების ნატურიდან დახატვა მოვინდომე. ეზოში გვიდგას. ჩემს ბიჭს მოვატეხინე ტოტები (საშინლად ვერ ვიტან ტოტებისა და ყვავილების მოტეხვა- მოწყვეტას, მაგრამ საქმეს სჭირდებოდა).
ყვავილების გარდა პატარა ნაყოფები ეკიდა იმ ტოტს, პატარები და უსუსურები. მე მათ სიცოცხლე წავართვი, უცებ რაღაც დამემართა, ის კი დავხატე, მაგრამ მას მერე ნატურმორტისკენ აღარ გამიხედავს.
– ხატავთ ნატურმორტებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს… რომელ ნახატებს გამოარჩევდით თავად?
იასამნებს… შეძენა უნდოდათ, მაგრამ ძალიან მიყვარს და ვერ ველევი, ჩემი ახალგაზრდობის მოგონებაა.
გამოვარჩევდი ნატურმორტს… თითქოს სუნთქავენ ყვავილები, მოჭრილები არიან, მაგრამ სიცოცხლეს აგრძელებენ და ამისი გამოხატვა მინდოდა.
– გაქვთ თქვენი გვერდი ფეისბუქზე Mari Mano-s Naxatebi. რომელი ნამუშევრები მოსწონს მნახველს ყველაზე მეტად?
– „ღიღილოები“, „სახლის სევდა“…
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებზე ახლა მიჭირს საუბარი, რადგან მე, პირველ რიგში, ილიას დედა ვარ და ფიზიკურად როდემდე შევძლებ, რომ პარალელურად ვხატო კიდეც, ამის თქმა მიჭირს. ორი ბატონის მსახურება ძალიან რთულია.

„ღიღილოები“
„სახლის სევდა“

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები