თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის – ამინდის პროგნოზი

თბილისში დღეს ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში დღე უნალექოდ ჩაივლის.

ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლს ვარაუდობენ. დღისით 6 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბორჯომში +10 იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მზიანი დღე და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი დღეა. დღის განმავლობაში 5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +4, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები