საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, გიორგი თევდორაშვილმა ფიცი დადო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განმწესებულმა მოსამართლემ, გიორგი თევდორაშვილმა საზოგადოებისა და კოლეგების წინაშე ფიცი დადო.

ფიცის დადების ცერემონიალზე მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მართლმსაჯულების განვითარებაში წვლილს შეიტანს.

“ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას და არავის და არაფერს სხვას, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა.

იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებ შევიტანო მოკრძალებული წვლილი საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების საქმეში და იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უკანასკნელი წლების მანძილზე დემოკრატიის სადარაჯოზე”,- განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა ფიცის დადებისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები