ამირან გამყრელიძე: იმუნიზაცია შედის ყველაზე დიდ სამ აღმოჩენას შორის მედიცინაში, რომელმაც იხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და კიდევ დაიცავს მილიონობით ადამიანს

“როცა იცი, რომ აცრა შველის ადამიანს ძალიან მაღალი პროცენტით და ამაზე უარს ამბობ, ეს არის ჩვენი ეთიკური კოდექსის დარღვევა და ამას ჩემი კოლეგები არ უნდა აკეთებდნენ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინა პანდემიას დაასრულებს.

„ყველას კარგად გვისწავლია სამედიცინო ინსტიტუტში, უნივერსიტეტში წლების განმავლობაში, ყველამ კარგად იცის, რომ აცრა, ვაქცინა და იმუნიზაცია შედის ყველაზე დიდ სამ აღმოჩენას შორის მედიცინაში, რომელმაც იხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და კიდევ დაიცავს მილიონობით ადამიანს. კარგად ხედავთ, ბრიტანეთში, სადაც 60 პროცენტი აცრილია, შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ სიკვდილიანობა ჩამოსულია დაბლა. იგივე ხდება ისრაელში, გერმანიაში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც 47 პროცენტი უკვე აცრილია ორჯერადად. გასაგებია, გაზაფხულზე ძლიერი დეფიციტი იყო ვაქცინების მთლიანად მსოფლიოში და მათ შორის ჩვენი ტიპის ქვეყნებში, უჭირდათ განვითარებულ ქვეყნებსაც. ახლა ქვეყანაში დევს ორი მილიონი ვაქცინა. ერთი მილიონი კიდევ შემოვა. ყველასთვის საკმარისია. გავიკეთოთ ვაქცინა და ეს დაამთავრებს პანდემიას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები