თამარ გაბუნია: მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს
გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება.
“ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს. ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. ამ ეტაპზე, მხოლოდ პირის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება ვაქცინაცია”, – აღნიშნა გაბუნიამ.