შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი თბილისის პარალელურად რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი თბილისის პარალელურად რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონის თანამშრომლები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკის“ , „სინოფარმის“ ვაქცინით, ასევე “ფაიზერის” ვაქცინით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 19 ათასამდე თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია, – აღნიშნულია ინფორმაციაში.