ვახტანგ მეგრელიშვილი: ძალიან კარგ პოზიციაში ვიქნებოდით, ჩვენ რომ კოორდინირებულები ვიყოთ

“გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი “ქართული ოცნების” მიერ, შეთანხმების დოკუმენტიდან გასვლას სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

“ძალიან კარგ პოზიციაში ვიქნებოდით დღეს, ჩვენ რომ კოორდინირებულები ვიყოთ. “ქართულმა ოცნებამ” რა ნაბიჯიც გადადგა ეს არის სიტუაციის კვლავ დაპირისპირებისკენ, გამწვავებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ან მივყვებით ამ ნაბიჯზე “ქართულ ოცნებას” და ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა პარლამენტის დატოვება და კვლავ ბოიკოტში გადასვლა, ან საპირისპიროდ ვიქცევით და ვიყენებთ იმ ბერკეტებს, რომელსაც გვაძლევს საპარლამენტო მანდატი”, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები