ამირან გამყრელიძე: დღეს დაგეგმილია 14 300-მდე აცრა – დაახლოებით 55% “ფაიზერზე” მოდის, მეორე ადგილზეა “სინოფარმი”
“გუშინ 24 საათში გვქონდა აცრების ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი – დაახლოებით 13 800 აცრა”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს დაგეგმილია დაახლოებით 14 300-მდე აცრა.
“გუშინ 24 საათში გვქონდა აცრების ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი – დაახლოებით 13 800 აცრა, დღესაც დაგეგმილია დაახლოებით 14 300-მდე აცრა. აქედან ნახევარზე მეტი, დაახლოებით 55% “ფაიზერზე” მოდის, მეორე ადგილზეა “სინოფარმი”, შემდეგ “ასტრაზენეკა” და შემდეგ “სინოვაკი”,- აღნიშნა გამყრელიძემ.