თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს მივყვებით და გავაგრძელებთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვაქცინაციის ნებაყოფლობითი მოდელი შენარჩუნდება.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია სწრაფად მოხდეს.

„ამ ეტაპზე ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს და ამას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია. მათი ნაწილი უკვე აცრილია, ნაწილი „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებოდა და ჩვენ ამ პერიოდში მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, განსაკუთრებით კოვიდკლინიკებში დასაქმებულ პერსონალს და ასევე სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის პერსონალს, რათა მათ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. დოზები საკმარისია და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ეს ჯგუფი აიცრას“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები