ამირან გამყრელიძე: რთულდება ეპიდსიტუაცია – როდესაც ავტობუსში ვსხედვართ და ვინმეს პირბადე არ უკეთია, უნდა ვუთხრათ, რომ გაიკეთოს

“როდესაც ჩვენ ავტობუსში ვსხედვართ და ვინმეს პირბადე არ უკეთია, უნდა ვუთხრათ, რომ გაიკეთოს, იგივე უნდა გავაკეთოთ, თუ დახურულ სივრცეში არ უკეთია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მონიტორინგის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს არა ჯარიმებით, არამედ – მითითებებით.

,,რთულდება ეპიდსიტუაცია, მხოლოდ ჩვენთან არა, მთლიან მსოფლიოში, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია 2 ფაქტორთან – ეს არის ახალი შტამების წარმოქმნა და ცირკულირება და ზაფხულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქების ტენდენცია.

მაგალითად, როდესაც ჩვენ ავტობუსში ვსხედვართ და ვინმეს პირბადე არ უკეთია, უნდა ვუთხრათ, რომ გაიკეთოს, იგივე უნდა გავაკეთოთ, თუ დახურულ სივრცეში არ უკეთია. დაცვის ყველაზე ძლიერი საშუალება მაინც პირბადეა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები