სად ამზადებენ საუკეთესო ყავას – აფრიკაში დაწყებული ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა

ყავის 98%, რომელსაც  პლანეტის მოსახლეობა მოიხმარს,  მხოლოდ ორი ჯიშისგან: COFFEE ARABICA (არაბიკა)  და  COFFEE CANEPHORA (რობუსტა) მზადდება. ყავის ამ ორ ჯიშს ერთმანეთისგან,  გემოვნური თვისებების გარდა, მოყვანის წესი, გარემო, სადაც მოსავალი მოჰყავთ და პროდუქტის ქიმიური შემადგენლობა განასხვავებს. ARABICA-ს სამშობლოდ ეთიოპია ითვლება. CANEPHORA დასავლეთ აფრიკული პროდუქტია, მისი კულტივაცია პირველად მდინარე კონგოს აუზში დაიწყო. დღესდღეობით მსოფლიოს ყავით, ძირითადად, 5 ქვეყანა ამარაგებს. ესენია: ბრაზილია (სადაც ორივე ჯიშის კულტივაცია ხდება), ვიეტნამი (რობუსტა), ეთიოპია (არაბიკა), ინდონეზია (არაბიკა, რაბუსტა) და მექსიკა (არაბიკა).

jonas-jacobsson-338014-unsplash_1_thumb2000x796_1280x510

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიას ყავის წარმოებასთან არაფერი აკავშირებს, გურმანების დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომზადებულ ყავას ანიჭებს.

„ვინერ მალენჟი“,  “შალე გოლდ“, „მარია ტერეზინა“ – ეს ის სასმელებია, რომლებიც ყავის მოყვარულებმა ვენაში აუცილებლად უნდა დააგემოვნონ.

kambodzhijskij-kofe

დიდი პოპულარობით სარგებლობს იტალიის დედაქალაქ რომში მომზადებული ყავაც. აქაურ კაფეტრიებში ამ უძველესი სასმლის მომზადების მრავალგვარი წესი არსებობს, თუმცა, უპირატესობა ძველ, ტრადიციულ რეცეპტებს ენიჭება.

kofe-espresso

შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ იმ ქალაქების სამეულში, სადაც საუკეთესო ყავას ამზადებენ, ავსტრალიური მელბურნიც შედის. როგორც ამბობენ, თუ მელბურნში მოხვდებით, აუცილებლად უნდა გასინჯოთ იქაური „პიკოლო ლატტე“.

გემრიელ ყავას ამზადებენ სტამბოლში, ჰავანაში, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, ნაირობიში და რა თქმა უნდა, ყავის სამშობლო ეთიოპიაში, კერძოდ, ადის-აბებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები