ზვიად ავალიანი – შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ არ მოხდეს ერიტრეელი მიგრანტის დეპორტაცია, რომელმაც 16 წლის გოგო გააუპატიურა: ასეთი რბილი დამოკიდებულების მიზეზი სხვაა – პატრიოტული გრძნობებისგან დაცლილი ევროპული ბიუროკრატია ათეულობით წელია, ავსებს ევროპის ქალაქებს მიგრანტებით და ამ პროცესში უზარმაზარ ფულსაც აკეთებს
„ამასობაში, შვედეთში დაამტკიცეს, რომ არასრულწლოვანის გაუპატიურება არც ისე მძიმე დანაშაული ყოფილა, როგორც ჩვენ აქამდე გვეგონა…ყოველ შემთხვევაში, თუ დამნაშავე მუსლიმი მიგრანტია, ამ ამბავს მაქსიმალურად გაგებით უნდა მოვეკიდოთ…მართლა და მართლა, რა მოხდა განა ასეთი სასწაული? ხომ არ მოუკლავს ბოლოს და ბოლოს?”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ზვიად ავალიანი შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს, რომ არ მოხდეს დეპორტაცია იმ ერიტრეელი მიგრანტისა, რომელმაც 16 წლის გოგო გააუპატიურა, მხოლოდ იმიტომ, რომ „გაუპატიურება საკმარისად დიდ ხანს არ გრძელდებოდა”.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, “ასეთი რბილი დამოკიდებულების მიზეზი, რა თქმა უნდა, სხვა კონტექსტშია საძიებელი. პატრიოტული გრძნობებისგან დაცლილი, უპრინციპო და კორუმპირებული ევროპული ბიუროკრატია უკვე ათეულობით წელია, ავსებს ევროპის ქალაქებს მიგრანტებით ახლო აღმოსავლეთიდან და ამ პროცესში უზარმაზარ ფულსაც აკეთებს”.
„მეგობრებო, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს ხდება შვედეთში, სადაც არაადეკვატური ფორმის ფემინიზმის მიმდევრებს ისეთი ძალაუფლება აქვთ, რომ აბორიგენ კაცებს “დაჟინებული მზერის” გამო იჭერენ, ფიზიკური შეხების შემთხვევაში კი საერთოდ სტერილიზაცია, ევთანაზია და რა ვიცი კიდევ რა არ აქვთ არსენალში.
თუმცა, ბატონი სალმან მოჰამადის შემთხვევაში შვედურმა ფემინისტურმა სამართალმა დაადგინა, რომ გაუპატიურების პროცესი ” თურმე არც ისე ხანგრძლივი” იყო და, აქედან გამომდინარე, ამ ადამიანის დეპორტაცია არ არის აუცილებელი.
მოკლედ, რომც გაიმეოროს დანაშაული, თურმე ძალიან სწრაფად და მძიმე ტრავმების მიყენების გარეშე აკეთებს ეს კეთილშობილი კაცი ამ საქმეს და ეს არ უნდა დავაფასოთ?
უნდა დავაფასოთ
სინამდვილეში ასეთი რბილი დამოკიდებულების მიზეზი რა თქმა უნდა, სხვა კონტექსტშია საძიებელი. პატრიოტული გრძნობებისგან დაცლილი, უპრინციპო და კორუმპირებული ევროპული ბიუროკრატია უკვე ათეულობით წელია ავსებს ევროპის ქალაქებს მიგრანტებით ახლო აღმოსავლეთიდან და ამ პროცესში უზარმაზარ ფულსაც აკეთებს.
ადგილობრივი მოსახლეობის გასაჩუმებლად მათ შეიმუშავეს ე.წ მულტიკულტურალიზმის თეორია (რომელიც გვეუბნება რომ თითქოს სხვა კულტურის წარმომადგენელთა მასობრივი ჩამოსახლება ადგილობრივ კულტურულ იდენტობას საფრთხეს არ უქმნის) და ასევე თეორია იმის შესახებ, რომ აბორიგენი ევროპელი უკვე დაბადებიდან დამნაშავეა და ვალშია ყველას წინაშე იმიტომ, რომ რომელიღაც საუკუნეში ევროპელები სხვა ხალხებს იპყრობდნენ და ჩაგრავდნენ.
წარმოგიდგენიათ აბსურდის მასშტაბი? ესე იგი, ჯერ ერთი ვინ დაადგინა რომ მხოლოდ ევროპელები იპყრობდნენ და ჩაგრავდნენ – ისტორიაში იყო პერიოდები როცა პირიქით ხდებოდა და საერთოდ, ეს “რასობრივი პასუხისმგებლობა” რა ჯანდაბაა?
მერე მეორე, თუნდაც კონკრეტულად შვედეთს ოდესმე დაეპყრო კონკრეტულად ერიტრეა (რაც რეალურ ისტორიაში არასდროს მომხდარა) ამის გამო ნებისმიერ ერიტრეელს უფლება აქვს იძალადოს ნებისმიერ შვედზე?
საერთოდ სად არიან ხვდებით და სადამდე მივიდნენ ფულის სიყვარულის გამო? მზად არიან მიგრანტების მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული მიჩქმალონ და “ჩაფარცხონ” ოღონდ მულტიკულტურალიზმის რწმენა არ შეირყეს…
თავიანთი არაადეკვატური ფემინისტური ნარატივებიც კი თავზე გადაიხიეს იმის შიშით რომ ახლო აღმისავლეთიდან შავი დოლარების ნაკადი არ შეუწყვიტონ. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ასეთი ევროპა საერთოდ არ მინდა. ვისაც სურვილი გაქვთ გაეცანით სტატიას ინგლისურ ენაზე“, – წერს ავალიანი.