გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: ეხვეწებიან მათ პატრონებს, იქნებ, საქართველოში რაღაც დააზიანონ, მათ შორის ისეთი, რომ ეტკინოს საზოგადოებას
„ისინი ეხვეწებიან მათ პატრონებს, იქნებ, საქართველოში რაღაც დააზიანონ, მათ შორის ისეთი, რომ ეტკინოს საზოგადოებას,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ვიზალიბერალიზაციის საკითხს რუსთაველზე პროტესტის გასაძლიერებლად იყენებს.
„ისინი ეხვეწებიან მათ პატრონებს, რომ იქნებ, საქართველოში რაღაც დააზიანონ, მათ შორის ისეთი, რომ ეტკინოს საზოგადოებას, რომ პროტესტი რუსთაველზე გაძლიერდეს. პირდაპირ აღიარეს და ჩვენ აღარ გვჭირდება თავის ტკივილი და ხალხისთვის ახსნა, რომ ეს სპეციალურად კეთდება, რადგან ხალხს არაფერი აქვს გასაპროტესტებელი და ამათ უნდათ, რომ პროტესტი არსებობდეს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.