ამირან გამყრელიძე: აუცილებელია, აცრის შემდეგ ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს, დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია, აცრის შემდეგ ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს და დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ.

„აუცილებელია, აცრის შემდეგ ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს. დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ. მაგალითად, მე დაავადებათა კონტროლის ცენტრში ორ გამოსასვლელ დღეს ვაძლევ იმ ადამიანებს, ვინც იცრებიან. ჩვენს ცენტრში მომუშავე ადამიანების 61% დღეს აცრილია. გვინდა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის 80-85%-ზე ავიდეთ. მიღებული პრაქტიკაა თანამშრომელთა წამახალისებელი ღონისძიებები. ეს მხოლოდ რეკომენდაციებია, ამიტომ, დამსაქმებლება უნდა უზრუნველყონ. ჩვენ ვთხოვთ დამსაქმებლებს, მეტად წაახალისონ აცრები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები