ხატია დეკანოიძე – ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე: ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ

“ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამართა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმება ირღვევა.

“ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში, რომელიც გამართა “ქართულმა ოცნებამ”. მესამე კენჭისყრით უმრავლესობა მაინც დაამტკიცებს დროებით მმართველს, კალანდარიშვილს და ეს არის ზუსტად ის, რომ შეთანხმება ირღვევა 19 აპრილის, რომელსაც თვითონ მოაწერეს ხელი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნდობა რომ უნდა აღდგენილიყო, მათ შორის, საარჩევნო პროცესისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, ეს ნდობა ვერ აღდგება”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს მეორედ უყრიან კენჭს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის შერჩეულმა კანდიდატებმა პარლამენტში პირველ კენჭისყრაზე საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები