“არჩევნებში ექსტრემისული პარტიები მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის” – შალვა პაპუაშვილი
“არჩევნებში ექსტრემისული პარტიები მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„როცა, ერთი მხრივ, ამბობ, რომ არანაირ არჩევნებს არ აღიარებ და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებ, მაგრამ მეორეს მხრივ, არჩევნების პროცედურებზე შენიშვნები გაქვს, ეს აჩვენებს, რომ ისინი კვლავ დაკავებულები არიან საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებით და სინამდვილეში, ისევ საარჩევნო მარათონში ვიხილავთ, რაც ცუდია. რადგან ზოგადად, თუ არჩევნებში ექსტრემისული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს უმჯობესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის.
რაც შეეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, ის, რომ ეს ყალბი აჟიოტაჟი ატყდება ხოლმე უცხოური დაფინანსებით, ეს არაერთხელ დადასტურდა. ასევე, ის, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტისაა, ესეც არაერთხელ დადასტურდა. ამიტომ, აქ პრობლემაა არა „ისფედში“, „გამჭირვალეობაში“ და სხვა უცხოური გავლენის გამტარებელ ორგანიზაციაში, არამედ იმ დაფინანსებაში, რომელიც ფულს ხარჯავს ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმაში, თუმცა პასუხი უნდა ეძებონ დონორებში, თუ რა განზრახვებია ქართული დემოკრატიის მიმართ. როცა მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს ალაპარაკებენ, ეს ჩვენთვის სიგნალი უნდა იყოს, რომ ისევ მზადდება თავდასხმა არჩევნებსა და დემოკრატიაზე, რაც არაერთხელ მოხდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.