რა რეგულაციები მკაცრდება კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე – ამირან გამყრელიძის განმარტება

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებით რეგულაციები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებები პირბადის ტარებასთან დაკავშირებით მალე შევა განკარგულებაში.

“რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება, პირველ ყოვლისა, აღსრულებასთან მიმართებით. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებით რეგულაციები. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციებს ღია სივრცეში, სადაც იკრიბება გარკვეული ადამიანები და არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო ნიღბის ტარება. ამასთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა. შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და შესაბამისი ცვლილებები პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ისეთ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება, მალე შევა განკარგულებაში”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები