თამარ გაბუნია: Pfizer-ის რეგისტრაციის პროცესი განახლდება, საიტი გაიმართა და შეფერხებები აღარ იქნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეგისტრაციისთვის საიტი ტექნიკურად გაიმართა და Pfizer-ის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება.
“Pfizer-ის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება და განახლდება დიდი დოზებით. ჩვენ რამდენიმე დღეში უკვე გვექნება იმის საშუალება, რომ დაზუსტებით ვიცოდეთ, როდის იქნება დიდი დოზების გახსნის შესაძლებლობა, რომ თავიდან არ შეიქმნას შეზღუდული რეგისტრაციის შესაძლებლობა. რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ზუსტად გითხრათ როდის გაიხსნება. ვაქცინის მოწოდება გრძელდება და ჩვენ ველოდებით დიდი რაოდენობით მოწოდებას მოკლე ხანში. საიტი გაიმართა, სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხარვეზები დაფიქსირდა და მოლოდინი ტექნიკურ ჯგუფს იმის, რომ საიტი სრულად იქნება გამართული და აღარ იქნება იქნება შეფერხებები აქვს მაღალი”, – განაცხადა გაბუნიამ.