ამირან გამყრელიძე: იმუნიზაციის საბჭო განიხილავს საკითხს, რომ კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინაციისთვის დაშვებული 120-დღიანი პერიოდი შემცირდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭო განიხილავს საკითხს, რომ კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინაციისთვის დაშვებული 120-დღიანი პერიოდი შემცირდეს.
„მოგეხსენებათ, ჩვენთან დღევანდელი მოქმედი რეგულაციით ვაქცინაცია დაშვებულია ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ, ამიტომ, ზოგს არ უწევდა აცრა. ახლა ვაპირებთ, ესეც ახალი ინიციატივაა, იმუნიზაციის საბჭოზე განიხილება, რომ 120 დღე შემცირდეს, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყანაში გახლავთ სხვადასხვა – 30-დან 90 დღემდე. დარწმუნებული ვარ, სამედიცინო პერსონალი უფრო აქტიური იქნება აცრების პროცესში ჩართული. საერთო მოსახლეობასთან შედარებით, სამედიცინო პერსონალის აცრის მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.