როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +30, +35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ივლისს შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი (+23, +28 გრადუსი), ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით მოიმატებს.
მათივე ცნობით, თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10 ივლისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომში კი +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს.