ამირან გამყრელიძე: ორშაბათიდან AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრა თავისუფლად იქნება შესაძლებელი

Empty vials of Oxford/AstraZeneca's COVID-19 vaccine are pictured amid a vaccination campaign in Bierset, Belgium March 17, 2021. REUTERS/Yves Herman

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორშაბათიდან AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

“მილიონი დოზა, რაზეც არის საუბარი, შემოვა თანდათანობით, ეტაპობრივად და, რა თქმა უნდა, pfizer დაგვაკვირდება ჩვენ, როგორი ინტენსივობა იქნება აცრების შემდგომი პარტიების მოწოდებასთან დაკავშირებით. ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან აქტიური. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება რამდენიმე ასეული ათასი დოზა ქვეყანაში ასევე იქნება.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ორშაბათიდან ყველა ეს ადამიანი შეძლებს თავისუფლად აცრას AstraZeneca-ს მეორე დოზაზე,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები