არჩილ თალაკვაძე: საქართველოს აქვს ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა, მზადდება მასშტაბური პროგრამა, რომლითაც ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა დაეხმარება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა და მზადდება მასშტაბური პროგრამა, რომლითაც ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა დაეხმარება.
“ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიული რეფორმები, “მიშელის შეთანხმების” შედეგად პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებები და სამომავლო გეგმები.
რაც მთავარია, საქართველოს აქვს ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა და მზადდება მასშტაბური პროგრამა, რომლითაც ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში დაეხმარება – დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად, ეს დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება”, – წერს თალაკვაძე.