ამირან გამყრელიძე: დელტა” შტამის გავრცელებით, 15-20 პროცენტის ფარგლებში ვართ
“15-20 პროცენტის ფარგლებში ვართ ,,დელტა” შტამის გავრცელებით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გასულ კვირას ლაბორატორიულად ინდური შტამის კიდევ 25 შემთხვევა დადასტურდა.
„დელტა” შტამი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში თანდათანობით ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. ჩვენთანაც გასულ კვირას ლაბორატორიულად ინდური შტამის კიდევ 25 შემთხვევა დადასტურდა, ანუ 15-20 პროცენტის ფარგლებში ვართ ამ შტამის გავრცელებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.