“გუშინ ქართველმა ვაჟკაცებმა სცემეს, ორივე თვალი ქიმიური ხსნარით აქვს დამწვარი”

ფოტოგრაფი, ილია ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაშავებული ოპერატორის ფოტოს აქვეყნებს.

,,ილია არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, გუშინ ქართველმა ვაჟკაცებმა ჯერ სცემეს, ორივე თვალი ქიმიური ხსნარით აქვს დამწვარი, მალე გამოჯამრთელდი, მაგარი ხარ”, – წერს ლევან ქართველიშვილი.

გუშინ  ,,თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები