ლაშა ხუციშვილი: მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი ტიპის ძალადობის ფაქტებს არანაირი გამართლება არ აქვს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი ტიპის ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს.
„აღნიშნული ფაქტები ყოვლად მიუღებელია და მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი ტიპის ძალადობის ფაქტებს არანაირი გამართლება არ აქვს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებენ, რათა სწორად და დროულად შეფასდეს ეს ფაქტები და მოხდეს პრევენცია, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეულის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თავს დაესხნენ.