ანრი ოხანაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, ვამაყობთ ქართველი და ამერიკელი ხალხის წარმატებული თანამშრომლობით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ოხანაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ერთგულ პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს! თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებების დაცვაა ის ფასეულობები, რაც გვაერთიანებს. ვამაყობთ ქართველი და ამერიკელი ხალხის წარმატებული თანამშრომლობით! მადლობას გიხდით მტკიცე მხარდაჭერისათვის!”,- წერს ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.
ამერიკის შეერთებული შტატები 245-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.