ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ახალი ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა

ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ახალი ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ მდებარე სანაპირო ზოლზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე და გასახდელი. განთავსდა ტივტივა ეტლები, რომლითაც სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და სპეციალურად გამოყოფილი დამხმარე პერსონალი გაუწევს მომსახურებას.

„ბათუმის ბულვარის მიერ ადაპტირებული საპლაჟო ლოკაციების მოწყობა ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები