გურჯაანში 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა. მცირეწლოვანი მიღებული დაზიანებებით თავდაპირველად გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ის თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, მრავლობითი ტრავმები გულის, თავის არეში და, ზოგადად, რთული ვითარება იყო. ამიტომ, მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა და კრიტიკული მედიცინის ცენტრმა გადაიყვანა”, – განაცხადა “ჯეოჰოსპიტალსის” დირექტორმა, გელა ორველაშვილმა.
შემთხვევა გურჯაანში გუშინ მოხდა.
ამჟამად, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. დამატებითი დეტალები მომხდარზე უცნობია.