სერგო ჩიხლაძე – ,,პრაიდზე”: კონსტიტუციით დაშვებულია აზრის გამოხატვის, შეკრების უფლება და ეს უნდა დაიცვას სახელმწიფომ

“კონსტიტუციით დაშვებულია აზრის გამოხატვის, შეკრების უფლება და ეს უნდა დაიცვას სახელმწიფომ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერის აზრი გათვალისწინებული უნდა იყოს.

„საქართველოს კონსტიტუციით დაშვებულია და გარანტირებულია აზრის გამოხატვის, შეკრების თავისუფლების უფლება და ეს უნდა დაიცვას სახელმწიფომ და ნებისმიერი აზრი, იქნება ეს მომხრე თუ მოწინააღმდეგე გათვალისწინებული უნდა იყოს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

თბილისში ,,პრაიდის” კვირეული 1-5 ივლისს გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები