“სხვადასხვა კარიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას” – ოხანაშვილმა ოპოზიციის პროტესტს უპასუხა

“სხვადასხვა კარიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო”, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პროცესს არ ენდობა, რასაც ოხანაშვილი გამოეხმაურა. „ქალბატონო ანა, რომ ვიცოდეთ, პარლამენტსაც ტოვებთ თუ მანდატებს ინარჩუნებთ ისე, რომ არ იმუშავებთ? საცობი რომ არ შეიქმნას, ორი მხრიდან შეგიძლიათ, გახვიდეთ. მიმოიხედეთ წინ და გვერდით, ვინ ვის ინტერესებს იცავდა და ვის გვერდით ხართ… სხვადასხვა კარიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო. ვისაც უნდა გასვლა, შეუძლია, დატოვოს საკომიტეტო დარბაზი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავენ, ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები