ანრი ოხანაშვილი: პრემიერის ანგარიში ამომწურავი იყო
“ეს ანგარიში იყო ამომწურავი და ჩვენი საზოგადოების გამოწვევებზე ორიენტირებული”, – ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილმა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.
„ეს ანგარიში იყო ამომწურავი და ჩვენი საზოგადოების გამოწვევებზე ორიენტირებული. პრემიერმა დეტალურად მიმოიხილა თავის ანგარიშში ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის არის პრიორიტეტული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ისაუბრა კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც მთავრობამ ბოლო პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით გადადგა, ისაუბრა ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრის ანგარიშის მოსმენის პროცედურები პარლამენტში დღეს გაგრძელდება.