თბილისში მოქალაქე დაჯარიმდა, რომელმაც ეზოში ბალახი დაწვა
თბილისში მოქალაქე დაჯარიმდა, რომელმაც ეზოში ბალახი დაწვა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, ხახულის ქუჩაზე მოქალაქე ეზოში მოგროვებული ბალახის წვას, ღია წესით ახდენდა.
შედგა შესაბამისი საჯარიმო ქვითარი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.