32-ე საჯარო სკოლა (ყოფილი მე-3 გიმნაზია) დაამთავრა, შემდეგ – თბილისის აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ხელსაქმე რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო. ჯერ ერთი, შემდეგ – მეორე თოჯინა გაჩნდა… მალე ინტერნეტში მისმა გულსაბნევმა თოჯინებმა მიიპყრო ყურადღება, ბრელოკები და თოჯინები – ზოდიაქოს ნიშნით. – თეონა ძნელაძის პერსონა.
– სკოლა… შემდეგ თბილისის აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრეთ… თუ გიყვარდათ პარალელურად ხელოვნება ან ხატვა?
– ბავშვობიდან ბევრი სითბო და სიყვარული მახსოვს. ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე, მუსიკაზე…
32-ე საჯარო სკოლა (ყოფილი მე-3 გიმნაზია) დავამთავრე. ჩავაბარე უნივერსიტეტში, სტუდენტობაც კარგად მახსენდება… მაშინ არც მიფიქრია, რომ ხელსაქმე გამიტაცებდა…
ხელსაქმე რამდენიმე თვეა, დავიწყე, ახალი წლებიდან მოყოლებული, მინდოდა ჩემი შვილი გამეხარებინა. ხელსაქმე იქცა ჩემს ჰობად – დიდი განტვირთვა და თერაპიაა.
ხელსაქმისადმი სიყვარული ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ბავშვობაში მე და დედა თავისუფალ დროს ვუკერავდით ბარბის თოჯინებს ტანსაცმელს, აქსესუარებს….
– პირველი ნამუშევრები…
– პირველი ნამუშევარი შევქმენი გოგონა – ნაძვი ხის აქსესუარი, თოჯინა – ჩემი გოგონას გასახარებლად.
– ამზადებთ მინიატურულ გულსაბნევ თოჯინებს, ასევე – ბრელოკებს… თქვენს ნახელავს ახლა ზოდიაქოს მიხედვით დამზადებული თოჯინები შეემატა.
– მე თავად მომწონს გულსაბნევი თოჯინები, როგორც აქსესუარი… ბრელოკი და ზოდიაქოს ნიშანი მრავალფეროვნებისთვის შემოვიტანე…
თანაბრად მიკვეთავენ ბრელოკსაც, გულსაბნევსაც, ზოგი საკუთარ თავს ამსგავსებს…
საინტერესოა ის, რომ ზოგი თოჯინა მზადდება პერსონალურად, მომხმარებელზე მიმსგავსებული.
მუშაობის დროს ვიყენებ მაქმანებს, ბისერებს, ბუნებრივ თვლებს და სხვადასხვა ფერის ნაჭრებს… დიზაინს ჩემი წარმოსახვით ვქმნი…
– ოჯახი ალბათ ხელს გიწყობთ მუშაობაში…
– მეუღლე დიდი გულშემატკივარია. იდეები არის და ვნახოთ, ეტაპობრივად შევეცდები განხორციელებას.
თამარ შაიშმელაშვილი