გია ვოლსკი: ზიარებაზე, რელიგიურ საიდუმლოებებზე ლაპარაკის პოლიტიკურ ასპექტში დაწყება სასაცილოცაა და უხერხულიც
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სხალთელი მეუფის, სპირიდონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თავის ეპარქიაში მღვდლებს ლგბტქ შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსების ზიარება აუკრძალა.
ვოლსკის თქმით, ზიარებაზე, რელიგიურ საიდუმლოებებზე ლაპარაკის პოლიტიკურ ასპექტში დაწყება სასაცილოცაა და უხერხულიც.
“ეკლესიაა, თავიანთი შეხედულებები აქვთ. მე არ ვფიქრობ, რომ ზიარებაზე უარი უნდა ვუთხრათ ვინმეს, თუ ის ამას იმსახურებს. მაგრამ ეს ჩემი და თქვენი გასარჩევი თემა არ არის. მთელი ფილოსოფიაა, სიღრმისეული ანალიზია გასაკეთებელი. პოლიტიკურ ასპექტში ისტერიულად ამის განხილვა არ შეიძლება. ზიარებაზე, რელიგიურ საიდუმლოებებზე ლაპარაკის პოლიტიკურ ასპექტში დაწყება სასაცილოცაა და უხერხულიც”, – აღნიშნა ვოლსკიმ.