როდემდე გაგრძელდება საქართველოში სიხციანი ამინდი და აგრილდება თუ არა უახლოეს დღეებში

რამდენიმე დღეა საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, გაუსაძლისი სიცხეებია.

რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მაღალი ტემპერატურა და აგრილდება თუ არა უახლოესი დღეების განმავლობაში – ამ კითხვით “კვირა” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას დაუკავშირდა.

როგორც “კვირას” დოდო გვაზავამ განუცხადა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა თვის ბოლომდე და ივლისის დასაწყისშიც შენარჩუნებული იქნება.

“პროგნოზი ჯერჯერობით თვის ბოლომდე გვაქვს. აღმოსავლეთ საქართველოშიც და დასავლეთ საქართველოშიც ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. თბილისში განსაკუთრებით. ამ პერიოდში აგრილებას არ ველოდებით. ზოგადად რყევებია, მაგალითად 30-ში ველოდებით აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის ოდნავ დაკლებას. დასავლეთშიც ასე, 24-25-26 რიცხვებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო ზოლს აქაც რყევებია, ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს ორი გრადუსით. ივლისის დასაწყისშიც იგივეს ველოდებით – ასეთი ტემპერატურის შენარჩუნებას”,- განუცხადა “კვირას” გვაზავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები